Friday, September 19, 2014

მე- 9 დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. განვიხილეთ მრავალი დამხმარე ფაილი რესურსების ჩანართიდან, რომელიც დაგვეხმარა პროექტის გეგმის ჩამოყალიბებაში.
დავხვეწეთ პროექტის პრეზენტაცია და ყველა ნამუშევართან ერთად ავტვირთეთ დრაივზე; გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.

დასასრულს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტირება.

ამ ტრენინგმა ნათლად დამარწმუნა, რომ სასწავლო პროექტები შესრულებადია, თუ მას გეგმაზომიერად განვავითარებთ და განვსაზღვრავთ მიღწევად მიზნებს.
ვფიქრობ, რომ პროექტებით სწავლებისას სტუდენტებს მაღალი სააზროვნო უნარების ღირებულებებს დავანახებ და ინტენსიური პრაქტიკით განვუვითარებ მას.

დიდი მადლობას  ვუხდით ბატონ გიორგის ასეთი კარგი და ნაყოფიერი ტრენინგისთვის და კიდევ დიდი სიამოვნებით უფრო დიდი ხანგრძლივობით დავესწრებოდი  ბატ. გიორგის ტრენინგის.

Tuesday, September 16, 2014

ტრენინგის მე-8 დღე


·                     ჯგუფმა შეასრულა და აითვისა პროგრამით გათვალისწინებული საკითხები, აქედან გამომდინარე დასასრულს მიუახლოვდა პროექტზე მუშაობა
·                     თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად დავხვეწეთ პროექტის გეგმა დაშევქმენით პრეზენტაციის ფაილები.
·                     გასაკეთებელი დაგვრჩა  პორთფოლიოების ინტერნეტში ატვირთვა და რაც მთავარია პრეზენტირება.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბ–ნ გიორგის , რომელმაც დიდი შრომა და ძალისხმევა გასწია პედაგოგებთან ეფექტური მუშაობისთვის.

Thursday, September 11, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

 ჩემთვის საინტერესო და აუცილებელი საკითხები განვიხილეთ
გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა
გავიხსენეთ ადრე განვლილი მასალებიც, აზროვნების მაღალლი დონის უნარ-ჩვევები,
 კერძოდ ბლუმის ტაქსონომია
დისკუსის შედეგად შევარჩიეთ მაღალლი დონის უნარ- ჩვევები ჩვენი პროექტისთვის

Tuesday, September 9, 2014

მე-6 დღის რეფლექსია

 დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო
 გავიმეორეთ ადრე განვლილი საკითხები და ვივარჯიშეთ ახალ საკითხებში
ბუკლეტში ჩავსვით 21 -ე საუკუნის უნარ- ჩვევები და ფოტოები
ბუკლეტები მოვიყვანეთ სისრულეში , დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა
ავითვისეთ გუგლ-დრაივის მეშვეობით ფაილების და საქაღალდის ატვირთვა
შევისწავლეთ  გუგლ -დრაივერზე ფაილების რედაქტირებადა ფაილების დამუშავება
ჩემს მიერ შექმნილი ბუკლეტი ავტვირთე დრავერის მეშვეობით და გავიზიარე ბლოგზე.
 მართლაც საინტერესო და მართლაც საჭირო ცოდნა მომცა დღევანდელმა ტრენინგმა.

ბუკლეტი

 თქვენ გაქვთ შესაძლებობა იხილოთ ჩემი ბუკლეტი

Thursday, July 31, 2014

საცდელი პოსტი

გილოცავთ,
როგორც იქნა, შეიქმნა !!